01:45 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 17:30:50, 1492 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: „Elbit“-ის ახალი ქარხნის მთავარი შედეგი წლიურად 60 მლნ დოლარის ექსპორტი და 300 სამუშაო ადგილის შექმნაა

„Elbit"-ის ახალი ქარხნის  გახსნით დღეს ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგი და ის წლიურად უნდა გამოიხატოს დამატებით 60 მლნ დოლარის ექსპორტში, 300 სამუშაო ადგილის შექმნაში. ეს არის ისრაელიდან ერთობლივი კომპანიების შექმნისა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის კარგი მაგალითი, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას",- ამის შესახებ  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

 ქუმსიშვილი „საპარტნიორო ფონდისა" და  ისრაელის კომპანია  „Elbit Systems Cyclone"-ის ერთობლივი პროექტის, თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიური ქარხნის გახსნას დაესწრო.

ქარხანაში კომპოზიტური მასალისგან სამოქალაქო თვითმფრინავების სტრუქტურული ნაწილები დამზადდება (აეროდინამიკური ზედაპირი, კარები და სხვ.) პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ (მე-7 წელი), საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მლნ აშშ დოლარს გადაჭარბებს.  პროდუქციის პოტენციური მყიდველები მსოფლიო საავიაციო ბაზრის წამყვანი კომპანიები იქნებიან. ქარხნის სრულყოფილად ამუშავების შემდეგ 300 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ჯამური ინვესტიცია 93 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თვითმფრინავების კომპოზიტური მასალების წარმოების ქარხანა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვისაც.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი საწარმო შექმნის დამატებით ღირებულებას, წარმოებულ პროდუქციას კი გამოიყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა „ბოინგი", „ეარბასი" და სხვ.

მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 300 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და სამსახურში აყვანილი სპეციალისტები გადამზადებას ისრაელში გაივლიან.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „Elbit"-ის ახალი ქარხანა რეგიონული მასშტაბით არ არსებობს. მისი თქმით, ისრაელის კომპანიას ფილიალის გასახსნელად რამდენიმე ალტერნატიული ლოკაცია ჰქონდა, თუმცა არჩევანი საქართველოზე გააკეთა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „Elbit"-მა  გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ ჩვენს ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის გათვალისწინებით მიიღო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics