15:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 17:29:00, 1927 ნახვა

სამართალი
ვაჟა-ფშაველასა და ტაშკენტის კვეთაზე მოტოციკლი ავტომობილს შეეჯახა

თბილისში, ვაჟა-ფშაველასა და ტაშკენტის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლეტის მძღოლი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მრავლობითი დაზიანებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც  „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სკკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ითვალისწინება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics