14:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 17:15:42, 1524 ნახვა

სამართალი
შსს-მ ლანჩხუთში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები - 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ჩ. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ჩ., პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით, ლანჩხუთში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 10 მაისს ნ.ჩ. და ნ.ჩ. ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, თავს დაესხნენ დეტექტივ-გამომძიებელს - ზ.ი.-ს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს. ზ.ი.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, დეტექტივ-გამომძიებელი ზ.ი. ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებდა, კერძოდ, ძმებმა რამდენიმე თვის წინ ლანჩხუთში კლინიკა „მედალფას“ ექიმი-ნევროპათოლოგი - მ.ბ. სცემეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჯგუფურად თავდასხმას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად იცავს როგორც მოქალაქეთა, ასევე, საკუთარი თანამშრომლების უფლებებს, ღირსებას და უსაფრთხოებას. უწყება პოლიციელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტზე, ისევე როგორც სხვა სახის დანაშაულებზე, უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics