|
2018-05-10 11:36:33, 2273 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის ახალ ხელმძღვანელობასა და აზერბაიჯანს შორის, შესაძლოა, ე.წ. მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეხვედრა შედგეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მზად არის აზერბაიჯანთან ე.წ. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე იმსჯელოს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. როგორც ფაშინიანმა განმარტა, მოლაპარაკებები იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ მასში არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაც მიიღებს მონაწილეობას. ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ე.წ. მთიანი ყარაბახის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება ხელს შეუწყობს სომხეთისა და აღნიშნული რეგიონის გაერთიანებას. "რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის და სომხეთის გაერთიანებას, ამ რეგიონის საერთაშორისო აღიარება არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ ეს გაერთიანება შედგეს. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნა, თუ საერთაშორისო საზოგადოება მთიან ყარაბაღს აღიარებს, როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკას, იქ მცხოვრები ხალხი მიიღებს იმას რაც სურს და უკვე ამის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ მათთან მოლაპარაკებას და ხალხი თვითონ გადაწყვეტს საკუთარ მომავალს", - განაცხადა ფაშინიანმა. თავის მხრივ ოფიციალური ბაქო მზად არის სომხეთთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყოს. აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთის ახალ ხელმძღვანელობას მოუწოდებს წინამორბედების შეცდომები არ დაუშვას. "ჯერ კიდევ გვაქვს იმის იმედი, რომ სომხეთის ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ დაუშვებს წინამორბედების შეცდომებს, აწარმოებს ჯანსაღ პოლიტიკას და შეეცდება შექმნას ცივილური ურთიერთობები, რათა მეზობლებთან მშვიდობიანად იცხოვროს", - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰიკმეტ გაჯიევმა. ცნობისთვის, 2016 წლის 5 მაისს სომხეთის მთავრობამ ე.წ. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ კანონპროექტი განიხილა. მაშინ კანონპროექტი განხილვაზე სომხეთის საპარლამენტო ოპოზიციამ შეიტანა. შეგახსენებთ, კონფლიქტი ე.წ. მთიან ყარაბაღში 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც ავტონომიურმა რესპუბლიკამ აზერბაიჯანის შემადგენლობა დატოვა. ამის შემდეგ, 1991 წელს მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპირებულია ასევე მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ აზერბაიჯანის 7 რაიონი. 1994 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)