|
2018-05-06 18:46:23, 2387 ნახვა
მსოფლიო
ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 72 ადამიანი დააკავეს
ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთის ქალაქ იზმირში 70-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიციაზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. პოლიციის წყაროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის FETO-ს მაღალჩინოსანი წევრია. პოლიციამ დღეს რეიდი 118 მისამართზე ჩაატარა, რომელიც გამოიყენებოდა, როგორც ორგანიზაციული საქმიანობის თავშესაფარი. თურქეთში საგანგებო მდგომარეობა მეშვიდედ გახანგრძლივდა. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების სისტემაში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)