|
2018-05-04 13:11:29, 2358 ნახვა
მსოფლიო
სკრიპალები 100 გრამამდე თხევადი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს
ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს 50-დან 100 გრამამდე თხევადი „ნოვიჩოკით" მოწამლეს. ამის შესახებ The New York Times-ი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) ხელმძღვანელზე, აჰმედ აზუმჯუზე დაყრდნობით წერს. მან აღნიშნა, რომ ეს გაცილებით დიდი დოზაა, ვიდრე ლაბორატორიული კვლევისთვის არის საჭირო. "კვლევისთვის, თქვენ, მაგალითად, 5-10 გრამი დაგჭირდებათ", - განაცხადა მან. აჰმედ აზუჯმუმ ასევე აღნიშნა, რომ მან შხამიანი ნივთიერების ზუსტი მასა არ იცის. „ე.წ ნოვიჩიკი", რომელიც სოლსბერიში სერგეი სკრიპალის წინააღმდეგ გამოიყენეს, თხევად მდგომარეობაში იყო“,- განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, რომ სკრიპალები 4 მარტს ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთს დასდეს ბრალი. სანქციის სახით, ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუსი დიპლომატები უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან გააძევეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)