|
2018-05-04 13:03:15, 2245 ნახვა
მსოფლიო
მილოშ ზემანი: ჩეხეთში ვაწარმოეთ და დავტესტეთ ე.წ ნოვიჩოკი
ჩეხეთში აწარმოეს და ტესტირება ჩაატარეს ნერვულ-პარალიტურ შხამ A230-ზე (ე.წ. ნოვიჩოკი), - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ტელეარხ Barrandov-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მომწამვლელი ნივთიერება А230 2017 წლის ნოემბერში მცირე ოდენობით ჩეხეთის ქალაქ ბრნოში მდებარე თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტშიც აწარმოეს. ის გამოსცადეს კიდეც და მალევე გაანადგურეს. "ჩემი დასკვნა არის ის, რომ ჩვენ ვაწარმოებდით და ტესტირება ჩავატარეთ ე.წ ნოვიჩოკზე, თუმცა მცირე რაოდენობით, რაც შემდეგ განადგურდა. ჩვენ ვიცით, როდის და სად იყო, ფარისევლობა იქნება ვთქვათ, თითქოს არაფერი მომხდარა. შხამის შესწავლის მიზეზები არ მიკითხავს, მაგრამ ვიცი რომ განადგურდა“,- განაცხადა ზემანმა. მანამდე ეს ცნობა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რის საფუძველზეც ზემანმა მისი გადამოწმება უსაფრთხოების და ინფორმაციის სამსახურს დაავალა. პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო ისტორიის ინსტიტუტი და ასევე ბირთვული უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ეს ნივთიერება „ნოვიჩოკის“ კლასის სრულად არ იყო და ერთგვარად განსხვავდებოდა მისგან. შეგახსენებთ, რომ სკრიპალები 4 მარტს ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთს დასდეს ბრალი. სანქციის სახით, ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუსი დიპლომატები უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან გააძევეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)