11:17 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 12:33:03, 1788 ნახვა

სამართალი
ხაშურში მამაკაცი მოკლეს, კიდევ 2 პირი კი, დაჭრეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მამაკაცი მოკლეს, კიდევ 2 პირი კი, დაჭრეს.

შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა.

მოკლული 30 წლამდე მამაკაცია. წინასწარი ინფორმაციით, იგი თანმხლებ პირებთან ერთად ყოფილი რძლის ოჯახში მივიდა, სადაც ურთიერთშელაპარაკება მოხდა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაჭრილები საავადმყოფოშია არიან გადაყვანილი. ერთ პირს თავის ღია ჭრილობა აღენიშნება, ხოლო მეორეს სხეულის სხვადასხვა მიდამოში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიდმინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7 დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics