|
2018-05-03 11:21:58, 2468 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთს სანქციები დაუწესა
უკრაინა ამერიკის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. "სანქციები ამოქმედდა იმ პირების მიმართ, რომელიც ეჭვმიტანილნი არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში და ოკუპირებულ ყირიმში უკანონო რუსული არჩევნების ჩატარებაში. ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტების მხარდაჭერაში", - განაცხადეს უწყებაში. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს წევრებთან შხეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ს მსგავსაც, ოფიციალური კიევი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას აპირებს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი არის პასუხი "ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ევროპის ცენტრში და ასევე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე უკანონო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე". "დღევანდელი გადაწყვეტილებით, ახლადშემოღებული სანქციები კოორდინირებულია აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების და იურიდიული პირების მიმართ",- განაცხადა პოროშენკომ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე რუსეთს სანქციები აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)