11:17 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 22:59:29, 1664 ნახვა

სამართალი
„იმის გამო, რომ მოქალაქეს დავეხმარეთ, ხულიგნები ვყოფილვართ“ – „გირჩის“ წევრები დიღმის იზოლატორთან მისვლას გეგმავენ

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარტიის წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

როგორც ჯაფარიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პარტიის წევრები დიღომში, იზოლატორთან მისვლას გეგმავენ.

„სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ექვსმა პირმა გადაწყვიტა, რომ მოქალაქე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყფებოდა და ის ნარკოტესტირებაზე უნდა გადაეყვანათ. აღნიშნულ ფაქტს შევესწარით „გირჩის“ წევრები, რადგან ეს ჩვენი ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როდესაც პარტიის წევრები სამართალდამცველებთან მივიდნენ და მოქალაქის დახმარება ისურვეს, რეალურად გამოვიდა ისე, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სამართალდამცველებმა იმ საწყალი მოქალაქეც და ჩვენი პარტიის ლიდერებიც დააკავეს. შემდგომში გაირკვა, რომ მოქალაქე, რომელსაც ნარკოტიკული ნივითიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ედავებოდნენ, ფხიზელ მდგომარეობაში იყო. იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. ეს აფსურდია. თურმე ჩვენ ვართ ხულიგნები იმის გამო, რომ მოქალაქის დახმარება ვისურვეთ. ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, პარტიის ლიდერები გადაყვანილები არიან დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამ ეტაპზე პარტიის წევრები ოფისში ვიმყოფებით და სამოქმედო გეგმას განვიხილავთ. როგორც კი გეგმა განხილული იქნება, ჩამოვყალიბდებით. იზოლატორთან მისვლას ვაპირებთ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics