|
2018-05-01 13:50:03, 1646 ნახვა
ეკონომიკა
სს „ქართული ლუდის კომპანია“ თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპონსორი გახდა
თბილისში თოჯინური და საბავშვო სპექტაკლების პოპულარიზაციასა და განვითარებაზე ამიერიდან სს „ქართული ლუდის კომპანია“ იზრუნებს. სს „ქართული ლუდის კომპანიასა“ და სსიპ თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს შორის მემორანდუმი დღეს გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც სს „ქართული ლუდის კომპანია“ 1 წლის განმავლობაში თეატრის საქმიანობის ხელშეწყობას მოახდენს. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სსიპ თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ საბაშვილმა, თეატრის დირექტორმა ლაშა მკურნალიძემ და სს „ქართული ლუდის კომპანიის” დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ მოაწერეს. „დღეისათვის თეატრს საკმაოდ რთულ პირობებში უწევს არსებობა, რადგანაც დროებით, საკუთარი შენობის გარეშეა დარჩენილი. სს „ქართული ლუდის კომპანია“ აქტიურადაა ჩართული კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების პროცესში და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მხარი დავუჭიროთ თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს. ამიერიდან, თეატრთან შეთანხმებით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ სხვადასხვა ღონისძიებების მხარდაჭერას და სპექტაკლების სპონსორობას. ასევე, ერთობლივად მოხდება სპექტაკლების პიარ კამპანიების დაგეგმვაც“, - განაცხადა სს ქართული ლუდის კომპანიის” დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ. დღესვე თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და შპს „სილქ ფაქტორი სტუდიოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზე, თეატრისათვის სპექტაკლების გასამართად, კომპანია პერიოდულად და უსასყიდლოდ, გადასცემს მის მფლობელობაში არსებულ, თბილისში, კოსტავას N59-ში მდებარე, „აბრეშუმის თეატრის“ სახელით ცნობილ თეატრალურ სივრცეს.
(R)
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)