11:10 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 10:43:47, 1724 ნახვა

სამართალი
პარლამენტთან „თანასწორობის მოძრაობის“ წევრებს კვეცხები ესროლეს - დაკავებულია 1 პირი

პარლამენტის შენობის წინ „თანასწორობის მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია ინციდენტით დაიწყო. 

„თანასწორობის მოძრაობის“ მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებას აპროტესტებენ.

მათი განმარტებით, კილაძის განცხადებიდან ჩანს, რომ კომიტეტი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის აღნიშვნას აღარ აპირებს იმის მიუხედავად, რომ 17 მაისის ყოველწლიურად აღნიშვნა 2017 – 2020 წლების სამოქმედო გეგმაში იყო გათვალისწინებული.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ სოფო კილაძე სისტემატიურად უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს, რის გამო ისინი მის გადადგომას მოითხოვენ.

„სოფო კილაძე მავნებლობს, უკვე წლებია, მისი უშუალო ინიციატივა იყო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, ქორწინებასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, დამოკიდებულება 17 მაისზე ცალსახად არის აცდენილი იმას, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის, კომიტეტის თავჯდომარე უნდა აკეთებდეს. მისი უშუალო ვალდებულება არის, ადამიანია უფლებებზე მუშაობდეს და ეს ადამიანი აკეთებს ყველაფერს, გარდა იმისა რომ რამე გააკეთოს, ადამიანის უფლებებისთვის“,- აღნიშნა „თანასწორობის მოძრაობის“ წევრმა გიორგი თაბაგარმა.

აქციაზე მივიდნენ მოქალაქეებიც, რომლებიც 17 მაისის აღნიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათ შორის პარლამენტთან იმყოფებოდნენ გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და მათი თანამოაზრეები.  მათ აქციის მონაწილეებს კვერცხები დაუშინეს, რის შემდეგაც პოლიციამ ფალავანდიშვილი დააკავა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics