|
2015-05-23 14:15:38, 489 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: რიგის სამიტზე მაქსიმუმი მივიღეთ
„რიგის სამიტზე საქართველომ მიიღო მაქსიმუმი, რისი მიღებაც ამ ეტაპზე შესაძლებელი იყო“,-ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და ტექნიკური პროცესების დასრულებაა საჭირო. „ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო 2010 წელს, წინა ხელისუფლების დროს. მოლდოვამ სწორედ ამის გამო მიიღო უვიზო რეჟიმი. ჩვენ ორი წლის წინ დავიწყეთ, როცა ხელისუფლებაში მოვედით. ყველა აღნიშნავს, რომ მართლაც ძალიან დიდი ნახტომები გავაკეთეთ. ეს არის ჩვენი რეფორმები და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ასე რომ, ჩვენ უკვე მაქსიმუმი შევძელით, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცესების დასრულება. რაც მთავარია, პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ახლა საჭიროა დალოდება, რომ საბოლოოდ ჩვენმა მოქალაქეებმა უვიზოდ მიმოსვლა შეძლონ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი წინა ხელისუფლებას უნდა დაეწყო.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)