11:10 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 12:36:09, 1922 ნახვა

სამართალი
ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების მორიგი ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების მორიგი ფაქტები გამოავლინეს.

თურქეთის რესპუბლიკაში გატანამდე, აჭარაში გადამოწმების მიზნით შეჩერებული 6 სატვირთო ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო მურყანის (თხმელას) სახეობის 245 მ3 საშეშე მერქანი. მძღოლების მიერ წარმოდგენილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები არ შეესაბამებოდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, რის გამოც, მათ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები (128 პრიმა 2 მუხლის მე-6 ნაწილით, რაც 200 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს).

გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ადგილზე გადამოწმების შედეგად, ოთხ მათგანში მითითებული მონაცემები არ დადასტურდა, კერძოდ, გაირკვა, რომ ხე-მცენარეები არ იყო მოპოვებული წარმოშობის დოკუმენტში მითითებულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

ოთხივე სატვირთო ავტომანქანა დაილუქა. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, პროკურატურაშია გადაგზავნილი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics