09:47 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 14:19:30, 2506 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის თანახმადაც 65-წლიანი კონფლიქტი ფორმალურად დასრულდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ორივე მხარის მოსახლეობა საზღვარზე გადასვლას შეფერხების გარეშე შეძლებს.

"ჩვენ ერთნი ვართ, ჩვენში ერთი სისხლი ჩქეფს და არ შეიძლება გაყოფილები ვიყოთ. მჯერა, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთი მომავალში გაერთიანდებიან", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

მისივე თქმით, ჩდილოეთ კორეამ ბირთვულ იარაღზე მუშაობა დაასრულა და მას ცდების ჩატარება აღარ მოუწევს.

ამასთან, ლიდერების ერთობლივი განცხადების თანახმად, კორეის ნახევარკუნძულზე ომი აღარ იქნება და ქვეყნებმა ახალი ერა დაიწყეს.

ასევე, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებმა პანმუნჯომიში ფიჭვი დარგეს. 1953 წელს ამოსული ხე, რომელიც სიმბოლურად ამავე წელს დასრულებული ომის შედეგად ორად გაყოფილი ნახევარკუნძულის კვლავ გაერთიანებას განასახიერებს. კიმ ჩენ ინმა და მუნ ჯე ინმა ხეს ორივე ქვეყნის ნიადაგიდან აღებული მიწა მიაყარეს და ორი მდინარის წყლით მორწყეს.

აღსანიშნავია, რომ 1953 წლის ომის შემდეგ კომუნისტური ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პირველად ჩავიდა სამხრეთ კორეაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics