|
2018-04-25 18:25:10, 2393 ნახვა
მსოფლიო
აქციის მონაწილეებმა სომხეთ-საქართველოს საზღვართან გზა გადაკეტეს
ქალაქ ნოემბერიანთან, სომხეთ-საქართველოს საზღვართან აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Hetq.am ავრცელებს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილებ გოარ ასლიკიანმა განაცხადა, ახალგაზრდები საბაჟო-გამშვები პუნქტისკენ მიემართებიან, რათა საქართველოს სახელმწიფო საზღვრისკენ მიმავალი მაგისტრალი გადაკეტონ. მედიის ცნობით, ამ დროისთვის ბაგრატაშენის საბაჟო-გამშვები პუნქტი დაკეტილია. ამასთან, ქალაქის მახლობლად მდებარე დასახლებების, ბერდავანისა და კოგბის სკოლების მოსწავლეები გაიფიცნენ. შეგახსენებთ, დღეს სომხეთში ანტისამთავრობო აქციები განახლდა. აქციის მონაწილეები "რესპუბლიკური პარტიისა" და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის კარენ კარაპეტიანის გადადგომას ითხოვენ. ამასთან, მათ მოხვონაა, პრემიერის პოსტზე ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი დაინიშნოს. სომხეთის სხვადასხვა ქალაქში აქციები უკვე 12 დღეა მიმდინარეობს.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)