|
2015-05-22 18:05:26, 379 ნახვა
პოლიტიკა
საკრებულომ დავით ნარმანიას მრჩევლების დანიშვნის საკითხს მხარი არ დაუჭირა
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას მრჩევლების დანიშვნის საკითხს მხარი არ დაუჭირა. როგორც საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულომ ნარმანიას „ჭკუა ასწავლა“. „კარგია, რომ ჭკუა ასწავლა. ზუსტად ჩვენ გვეკითხება დანიშვნის საკითხი. შემთხვევით ნარმანიას თავი არა თბილისის მერად, არამედ სასიმინდის ან საქათმის დირექტორად ხომ არ წარმოუდგენია? „, – აღნიშნა ელისაშვილმა. ცნობისთვის, დედაქალაქის მერიამ საკრებულოს დავით ნარმანიასთვის დამატებით 5 მრჩევლის საკითხი გადაუგზავნა დასამტკიცებლად. როგორც მერიაში განმარტავენ, მრჩევლების პოსტზე წარდგენილი კანდიდატურები მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავეები არიან და ეს შტატების დამატებას არ გამოიწვევდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)