08:52 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 11:25:01, 1954 ნახვა

მსოფლიო
ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე 277 პირი დააკავეს

ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე 277 პირი დააკავეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოქალაქეების დაკავება მაშინ დაიწყეს, როდესაც ისინი ერევნის ქუჩებს კეტავდნენ.

ამასთან, გუშინ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანსა და ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა სარგსიანმა ოპოზიციონერთან საუბრის გაგრძელება არ ისურვა და შეხვედრა დატოვა. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციამ ნიკოლ ფაშინიანი დააკავა.

ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics