20:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 15:34:03, 443 ნახვა

პოლიტიკა
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით მიიწვია

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციფრასმა ქართველი კოლეგა, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რომელსაც საბერძნეთი მხარს უჭერს.

აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სტაბილური, დემოკრატიული და სანდო პარტნიორია ვაჭრობის, ენერგოუსაფრთხოებისა და სხვა მიმართულებებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს  მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტებისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.

განსაკუთრებით აღინიშნა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სავაჭრო ბრუნვის 77%-იანი ზრდა, რომელმაც 2014 წელს 131 მილიონ დოლარს გადააჭარბა; საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსის ციფრასი აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია, რომელიც თბილისში ოქტომბერში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics