|
2018-04-15 09:53:44, 2078 ნახვა
მსოფლიო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ სირიის საკითხზე წარდგენილი რეზოლუციის პროექტი არ მიიღო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ სირიის საკითხზე წარდგენილი რეზოლუციის პროექტი არ მიიღო. უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის ინიციატივით საგანგებოდ გაიმართა. რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი გმობდა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ სირიაზე განხორციელებულ დარტყმებს და სირიის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა რუსეთმა, ჩინეთმა და ბოლივიამ, რვა წევრი ქვეყანა წინააღმდეგ წავიდა და კიდევ ოთხმა თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)