|
2015-05-21 17:52:06, 487 ნახვა
პოლიტიკა
კახი კახიშვილი: იქამდეც კი მივედით, როდესაც კანონერი ქურდებიც წერენ განცხადებებს და ისინიც ატარებენ რეფორმას
„იქამდეც კი მივედით, როდესაც კანონერი ქურდებიც წერენ განცხადებებს და ისინიც ატარებენ რეფორმას“,-ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ კახi კახიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კახიშვილის თქმით, 2007 წელთან შედარებით პატიმრების მხრიდან არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით საჩივრების რაოდენობა გაიზარდა, რაც მისივე განმარტებით ნიშნავს იმას, რომ წინა წლებში მათ განცხადებების დაწერის საშუალებას არ აძლევდნენ, ახლა კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფებს ამის საშუალება აქვთ. კახიშვილის შეფასებით, ბოლო წლებში პატიმრების უფლებები უფრო დაცულია. „უკმაყოფილება ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ პატიმრებს დახურული ტიპის დაწესებულებიდან ღიაში სურთ გადასვლა. საიდან არის უფრო მეტი საჩივარი სახალხო დამცვლის ოფისში შემოსული? ბათუმიდან, ქუთაისიდან, მერვე და მეშვიდე დაწესებულებებიდან. რატომ ? იქიდან ცდილობენ ღია ტიპის დაწესებულებაში გადასვლას და ამიტომ არის საჩივრების რაოდენობა გაზრდილი. არ უნდათ სარეჟიმო პირობებთან შეგუება, რომელიც არის. პრინციპული პოზიციაა, რომ სარეჟიმო პირობები მიღწეული იქნება. ადამინი, რომელიც ბათუმის მერვე საპყრობილეში შეასახლეს და თუკი ის დაწერს, რომ მის მიმართ სავარაუდო წამება არის, მეც, რომ დავწერო თქვენ მაწამებთ, მეც სავარაუდოდო მსხვერპლი ვარ იმის მიუხედავად რა პასუხს გამოიტანს პროკურატურა. სავარაუდო წამების განხორცილების შემთხვევაში გადაყვნა, რომ განვახორციელოთ სერიოზული პრობლემები შეგვექმნება და სისტემის კოლაფსს გამოიწვევს. მეუბნებით, რომ არასათანდო მოპყრობაზე საცივრების რაოდენობა 2007 წელთან შედარებით შეიცვალაო, მაშინ განცხადებები ნული იყო, იმიტომ კი არა, რომ არავის აწამებდნენ, არამდედ იმიტომ რომ არ აწერინებდნენ. ახლა, როცა მათ დაწერის უფლება აქვთ ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა და არა მათი რაოდენობა. თქვენ კარგად იცით, რომ ზოგიერთი განცხადება საფუძველს მოკლებულია და რაღაც საფუძვლებს ემსახურება. იქამადეც კი მივედით, როდესაც კანონიერი ქურდებიც კი წერენ განცხადებებს და ისინიც კი ატარებენ რეფორმას“,-განაცხადა კახა კახიშვილმა.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)