06:08 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 15:59:31, 2072 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ხმა ილჰამ ალიევს მისცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ჰაფიზ გაჯიევმა არჩევნებში ხმა თავის კონკურენტ, ილჰამ ალიევს მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას meydan.tv ავრცელებს.

მედიის ცნობით, გაჯიევმა აღნიშნულთან დაკავშირებით თავად განაცხადა.

ჰაფიზ გაჯიევის  კანდიდატურა  პარტია „თანამედროვე მუსავათის“ მიერ არის წამოყენებული.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე გაიხსნა.  ქვეყნის მეთაურის პოსტზე 8 კანდიდატი იბრძვის.  არჩევნების დღე აზერბაიჯანში უქმე დღედ არის გამოცხადებული. ქვეყნის ხუთ მილიონზე მეტი მოქალაქე, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს 125 ოლქში 5,641 უბანზე აირჩევს. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გახსნილია კიდევ 41 საარჩევნო უბანი.

 ასევე, 12 მარტს აზერბაიჯანის ოპოზიციამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება მოითხოვა. აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 17 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. 3 თებერვალს ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად მეოთხედ წარადგინეს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი 7 წლის ვადით აირჩევა. აქამდე პრეზიდენტს 5 წლით ირჩევდნენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics