|
2018-04-11 13:02:48, 2068 ნახვა
მსოფლიო
ცუკერბერგი: Facebook-ი რუსეთის მიერ დაფინანსებულ ჯგუფებთან „შეიარაღებულ ბრძოლაშია“ ჩართული
სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტისა და ვაჭრობის საკითხების კომიტეტის წინაშე წარსდგა. BBC-ის ცნობით, კონგრესში დაგეგმილი ორი მოსმენიდან ცუკერბერგმა პირველზე ჩვენება ისე მისცა, რომ ახალი რეგულაციების მხარდაჭერის ან სოციალური ქსელის მართვის სტილში რაიმე ცვლილების შესახებ დაპირება არ გაუკეთებია. ცუკერბერგმა ბრიტანული ანალიტიკური კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკის“ საქმესთან დაკავშირებით კონგრესმენების შეკითხვებს უპასუხა. ბრალდების მიხედვით “ფეისბუქმა” ამ კომპანიას 87 მილიონი მომხმარებლის პირად მონაცემებთან წვდომის საშუალება მისცა. დაკითხვაში, რომელიც თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა, მონაწილეობას 44 სენატორი იღებდა. ცუკერბერგმა საბოდიშო განცხადებები არაერთხელ გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ პასუხისმგებლობას სრულად საკუთარ თავზე იღებს. „ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით. ვფიქრობ, წარმოუდგენელია, დააარსო კომპანია სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში, შემდეგ ამ მასშტაბებამდე გაზარდო და ამ პროცესში შეცდომები არ დაუშვა. რადგანაც ჩვენი სერვისი ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებასა და ინფორმაციის გაცვლას ემსახურება, შეცდომებიც მრავალფეროვანი იყო“, – მიმართა კონგრესმენებს ცუკერბერგმა. ცუკერბერგის თქმით, „ფეისბუქის“ თანამშრომლები რუსეთის მიერ დაფინანსებულ ჯგუფებთან „შეიარაღებულ ბრძოლაში“ არიან ჩართული. „ამ ჯგუფებს სურთ, სოციალური ქსელი საზოგადოებრივ აზრსა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამოიყენონ“, - განაცხადა ცუკერბერგმა. მისივე თქმით, ბოლო ზომა იყო ხელოვნური ინტელექტის დამკვიდრება, რომელსაც ყალბი პროფილების იდენტიფიცირება შეუძლია. მოსმენაზე ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ახლა კომპანია უფრო მზადაა არჩევნებში უცხო ქვეყნების ჩარევის თავიდან ასაცილებლად. მისივე თქმით, 2018 წელს Facebook-ში დაახლოებით 20 ათასი ახალი თანამშრომელი იმუშავებს, რომელიც უსაფრთხოებაზე იქნება პასუხიმგებელი. 11 აპრილს მარკ ცუკერბერგი წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტების წინაშეც წარდგება. შეგახსენებთ, ბრიტანული კომპანიის „კემბრიჯ ანალიტიკას“ გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი მომსახურებით დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი სარგებლობდა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)