|
2018-04-04 11:24:43, 1637 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: ევროკავშირიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა იზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წელი ტურისტების რაოდენობის მხრივ, რეკორდული იყო. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საქართველოს ამ პერიოდში 7 მილიონ ნახევარზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. კვირიკაშვილის განმარტებით, ტურისტების მაჩვენებლის ზრდამ 28%-ს მიაღწია, რაც, მისივე შეფასებით, უპრეცედენტოა: „2018 იანვარ-მარტის მონაცემებით, საქართველოს მილიონ ნახევარი საერთაშორისო მოგზაური ეწვია და ტურისტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასევე 28%-ით იზრდება. მხოლოდ მარტის თვეში, წინა წლის მარტთან შედარებით, 33%-ით გაიზარდა ტურისტების მაჩვენებელი. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მეზობელი ქვეყნების მსგავსად, და მეზობელი ქვეყნებიდან ტრადიციულად ბევრი ტურისტი შემოდიოდა და შემოდის, ძალიან მზარდია ევროკავშირიდან ტურისტების ზრდის მაჩვენებელი, კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ ბრიტანეთიდან შემოსულმა ტურისტების ზრდამ 74% შეადგინა, გერმანიიდან 47%, ლატვიიდან 45%, ლიტვიდან 35%, საფრანგეთიდან 25%, და ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით პირდაპირი ავიარეისები. ძალიან გამიხარდა ახალი ამბავი, რომ ქართულმა ავიაკომპანიამ, საქართველოს ავიახაზებმა მთელი რიგი ევროპული ქალაქების მიმართულებით, ახალი პირდაპირი რესიები გახსნა. იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება სეზონური და გაგრძელდება შემდგომშიც”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. ამასთან, პრემიერის ინფორმაციით, 2017 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 2.75 მილიარდი დოლარი შეადგინა. “ტურიზმი 2016 წელს საქართველოში იყო 2 მილიარდი დოლარის შემოსავლის წყარო, 2017 წელს კი, ტურიზმიდან შემოსავალმა 2.75 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2 მილიარდ 750 მილიონი დოლარი, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შემოსავალი მიღებული ტურიზმიდან, სხვადასხვა სახით- სასტუმროებში დახარჯული ფული, კვებაზე, ტრანსპორტზე, ოჯახურ სასტუმნროებში დახარჯული ფული”,-განმარტა პრემიერმა.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)