11:18 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 14:01:53, 2139 ნახვა

ეკონომიკა
მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგება მარტივდება

სასტუმრო „რუმს თბილისში“, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა და გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდმა (UK Good Governance Fund/GGF) მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების პროექტის პრეზენტაციას უმასპინძლეს.

შეხვედრაზე, ასევე, ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დანერგვის, პოტენციური სარგებლისა და ძირითადი მოთამაშეების შესახებ დისკუსია გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, იური დოლიძემ და ბრიტანეთის საელჩოს რეგიონული  პორტფოლიოს ხელმძღვანელმა, ბენ ლუკოკმა.

პრეზენტაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ტექნიკური დახმარების პროექტის - „ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების გაუმჯობესება მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის“ ფარგლებში გაიმართა. 

პროექტი ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშგების ახალი, გამარტივებული სტანდარტის შემუშავებას, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურმა უნდა დაადგინოს 2018 წლის 1 ივლისამდე.

მთავარი სარგებელი, რასაც ზემოაღნიშნული სტანდარტის დანერგვა მოუტანს მეოთხე კატეგორიის საწარმოებს:

• ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა;

• ბიზნესის შემდგომი განვითარება; 

• ფინანსური ანგარიშგების ხარისხის ზრდა;

• კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.

ღონისძიება გაიმართა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან პარტნიორობით. 

პრეზენტაციას დაესწრნენ სახელმწიფო უწყებების, საქართველოში მოქმედი ბანკების, პროფესიული ასოციაციების, აკადემიური ინსტიტუტების, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მეოთხე კატეგორიის საწარმოების წარმომადგენლები.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics