|
2015-05-20 09:42:05, 492 ნახვა
პოლიტიკა
ხაბაძე: ჩემი დაჟინებული თხოვნაა, რომ დემურ დიასამიძე თანამდებობაზე დარჩეს
"ჩემი დაჟინებული თხოვნაა და ვფიქრობ დემური გაითვალისწინებს, რომ ის უნდა დარჩეს მთავრობაში“, - ასე გამოეხმაურა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის დემურ დიასამიძის განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ. როგორც ხაბაძემ აღნიშნა, დიასამიძის წასვლა მთავრობისთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. „არ დავმალავ, დემური ფიქრობს, რომ კერძო სექტორში წავიდეს, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნაა და ვფიქრობ გაითვალისწინებს, რომ ის უნდა დარჩეს მთავრობაში. ის არის ჩემი გუნდის წევრი და ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად ძალიან ბევრი გავაკეთეთ და მისი პოტენციალის, შესაძლებლობების გაშვება ხელიდან იქნება ჩვენი მთავრობისთვის ძალიან დიდი დანაკლისი“, - განაცხადა ხაბაძემ. ამასთან, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, დემურ დიასამიძეს მთავრობაში სხვა თანამდებობას შესთავაზებს, თუმცა რა თანამდებობაზეა საუბარი, არჩილ ხაბაძეს არ დაუკონკრეტებია. „გადაყვანას ვაპირებთ სხვა პოზიციაზე, უფრო დავაწინაუროთ და იქ სადაც უფრო მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მტკივნეული თემებია გასაკეთებლი, ვფიქრობთ იქ უნდა მოხდეს შესაბამისი კადრის გადაყვანა. არ გამოვრიცხავ, თვის დასაწყისში სხვა ღონისძიებებსაც“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. ცნობისთვის, აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დემურ დიასამიძემ თანამდებობა დატოვა.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)