|
2018-03-23 14:06:29, 2012 ნახვა
მსოფლიო
გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებენ
სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა საკუთარი ქვეყნებიდან რუს დიპლომატებს გააძევებენ. აქვეყნების სია ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა გამოაქვეყნა. ასევე, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ევროპა დიდი ბრიტანეთის მოსაზრებას იზიარებს და დასძინა, რომ ამ საკითხზე მას მეტი განმარტების გაკეთება არ შეუძლია. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი მოსკოვიდან მათ წარმომადგენელს სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის გამო, გამოიწვევს. ბრიუსელში სამმხრივი შეხვედრისას ტერეზა მეიმ ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაზე ისაუბრა. 20 წუთიანი აუდიენციისას ორი ქვეყნის ლიდერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერს სოლიდარობა გამოუცხადეს. მხარეები ამ საკითხზე ევროპის ერთიანი გზავნილის შემუშავებაზეც შეთანხმდნენ ცნობისთვის, 12 მარტს, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. როგორც მან განმარტა, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. მოგვიანებით ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა. განცხადება ასევე საგარო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საპასუხოდ რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ. შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)