|
2018-03-20 14:19:46, 1922 ნახვა
მსოფლიო
ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა, Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო, თანამდებობა დატოვა
ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა, სილვი ლისტჰოუგმა Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო, თანამდებობა დატოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გადადგომის მიზეზი მინისტრის კომენტარი გახდა, რომელიც ლისტჰოუგმა ორი კვირის წინ „ნორვეგიის შრომის პარტიასთან“ დაკავშირებით გააკეთა. „შრომის პარტიამ“ მხარი არ დაუჭირა ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან მუშაობის გამკაცრების ინიციატივას, ხოლო „პროგრესის პარტია“, რომელსაც სილვი ლისტჰოუგი წარმოადგენს, ითხოვდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანებულ ნორვეგიელებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე პასპორტი და მოქალაქეობა ჩამოერთვას. ლისტჰოუგი „შრომის პარტიის“ განცხადებას „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა და დაწერა, რომ „შრომის პარტია“ ტერორისტების უფლებებს ეროვნულ უშიშროებაზე მაღლა აყენებს. მის კომენტარს კრიტიკა მოჰყვა. გასულ კვირას მინისტრმა პარლამენტში ოფიციალურად ბოდიში მოიხადა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ლისტჰოუგმა თანამდებობა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)