|
2018-03-20 13:23:43, 2068 ნახვა
მსოფლიო
„ნოვიჩოკის“ შემქმნელი: სკრიპალი შესაძლოა, თავად ბრიტანელებმა მოწამლეს
„ნოვიჩოკის“ ერთ-ერთი შემქმნელის ლეონიდ რინკის განცხადებით, დაზვერვის ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამლვის მოტივი რუსეთს არ ჰქონდა, - ამის შესახებ რინკიმ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც მკვლევარმა აღნიშნა, მოსკოვში რუსული წარმოების ნივთიერებას არ გამოიყენებდნენ. მისივე თქმით, დიდ ბრიტანეთს შეეძლო "ნოვიჩოკი" ან ანალოგიური ნივთიერება თავად დაემზადებინა და სკრიპალი მოეწამლა. "რუსეთს არ გააჩნია არანაირი მოტივი. პირველ რიგში სკრიპალისგან ყველანაირი ინფორმაცია ორივე მხარეს მოპოვებული აქვს. მოსკოვს მისი მოწამლვის არანაირი ინტერესი არ ჰქონდა. მითუმეტეს რუსეთი ამას არ გააკეთებდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ან თუნდაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. ნამდვილი დივერსიული ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ვერავინ გადარჩებოდა. ესროლო ადამიანს მძლავრი რაკეტით და არ მოახვედრო - სუსულელის პიკია", - განაცხადა "ნოვიჩოკის" შემქმნელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)