|
2018-03-20 10:01:01, 2050 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - რუსეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებით გაკვირვებული არ ვართ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, თუ რატომ არ მიულოცა ამ დრომდე დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება. როგორც თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე ჰოგან გიდლიმ განაცხადა, მათთვის არჩევნებში პუტინის გამარჯვება გასაკვირი არ ყოფილა. „შედეგებით გაკვირვებული არ ვართ. ჩვენ ვიმუშავებთ რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. თუმცა, დიდ ფასს გადავახდევინებთ იმ შემთხვევებში, თუ ჩვენს ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის“, - განაცხადა ჰოგან გიდლიმ. მანვე დასძინა, რომ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი დაგეგმილი არ არის. ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდა. არჩევნებში კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. რუსეთის ცესკოს ცნობით, პუტინმა ამომრჩეველთა ხმების 76.6% მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)