|
2018-03-19 19:11:01, 2427 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო: რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია
პეტრო პოროშენკო ანექსირებულ ყირიმში გამართულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს. უკრაინის პირველი პირი განმარტავს, რომ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე მხოლოდ უკრაინის არჩევნები იქნება ლეგიტიმური. მისივე თქმით, რუსეთის საარჩევნო სისტემა პოლიტიკურ კომპეტენციას მოკლებულია. „რა თქმა უნდა, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ამ არაკანონიერ არჩვენებს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ჩატარდა. ეს იყო არაკანონიერი რადგან ოკუპირებულ ყირიმშიც ჩატარდა. ერთადერთი პრეზიდენტი რომელსაც ყირიმი აირჩევს, უკრაინის პრეზიდენტი იქნება“,-განაცხადა პოროშენკომ. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. აღნიშნული არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმშიც ჩატარდა. ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ, ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტის პოსტს ისევ ვლადიმერ პუტინი დაიკავებს. მან არჩევნებში რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და ამომრჩეველთა ხმების 76.66% მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)