|
2018-03-19 17:20:37, 2134 ნახვა
მსოფლიო
ბორის ჯონსონი: ლიტვინენკოს მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ, რუსეთი უკვე ვეღარავის გაასულელებს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის მიერ "სკრიპალის საქმესთან" დაკავშირებული ბრალდებების უარყოფა აბსურდული ხდება. როგორც ჯონსონმა აღნიშნა, „ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ, ისინი უკვე ვეღარავის გაასულელებენ“. "მოხარული ვარ იმ ძლიერი მხარდაჭერით, რომელსაც ბრიტანეთი იღებს სოლსბერის ინციდენტთან დაკავშირებით. ჩვენი კოლეგები ხედავენ, რომ ზედმიწევნით ვასრულებთ ქიმიური იარაღის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ჩვენი ქმედებები იმის საწინააღმდეგოა, რასაც რუსეთი აკეთებს. დღეს ჩამოდიან ექსპერტები სილსბერიში სინჯების ასაღებად. რუსეთის უარი ბრალდებებზე აბსურდული ხდება. ჯერ თქვეს, რომ ნოვიჩოკი არ შეგვიქმნიაო, შემდეგ თქვეს კი შევქმენით, მაგრამ მარაგი სრულად გავანადგურეთო. ბოლოს ამტკიცებდნენ, რომ რაღაც ნაწილი საიდუმლო ვითარებაში გავიდა შვედეთში, ჩეხეთში, ბრიტანეთში და შეერთებულ შტატებშიო. სიმართლის დამალვა არის კლასიკური რუსული სტრატეგია. მაგრამ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ, ისინი უკვე ვეღარავის გაასულელებენ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)