|
2018-03-19 14:57:09, 1904 ნახვა
მსოფლიო
დასავლელ ლიდერებს პუტინისთვის გამარჯვება ჯერ არ მიულოცავთ
ვლადიმერ პუტინისთვის რუსეთის პრეზიდენტად მეოთხე ვადით არჩევა დასავლელ ლიდერებს ამ დრომდე არ მიულოცავთ, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პუტინმა მილოცვები რამდენიმე ქვეყნის ლიდერისგან უკვე მიიღო, თუმცა მათ რიგებში დასავლეთი არ ფიქსირდება. მედიის ცნობით, პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მმიულოცეს: აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ბელარუსის, ვენესუელას, ბოლიივიის, კუბას პრეზიდენტებმა მიულოცს. მაგალითად ილჰამ ალიევის მისალოც წერილში ნათქვამია: "ეს გამარჯვება მეტყველებს თქვენს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტზე და თქვენ მიერ გატარებული კურსის აქტიურ მხარდაჭერაზე". ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაჩენკომ აღნიშნა, რომ „ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება". რუსეთის პრეზიდენტს ასევე მიულოცეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა. მისი თქმით, "პუტინის მმართველობის დროს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები საუკეთესო საფეხურზე დგას". შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. აღნიშნული არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმშიც ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტს პოსტს ისევ ვლადიმერ პუტინი დაიკავებს. მან აღნიშნულ არჩევნებში რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და ამომრჩეველთა 76.66% მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)