|
2018-03-19 12:11:26, 1995 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის ახალი შს მინისტრი არალეგალების დეპორტაციის დაჩქარებას ითხოვს
გერმანიის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰორსტ ზეეჰოფერი არალეგალების დეპორტაციის დაჩქარებას ითხოვს. ამის შესახებ ზეეჰოფერმა ტელეკომპანია ARD-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გერმანიაში არსებობს რეალური პრობლემა იმ უცხოელების დეპორტაციის ვადებთან დაკავშირებით, რომლებსაც ქვეყანაში თავშესაფარზე უარი უთხრეს. „რატომ ხდება ასე? რომელი კანონები და პროცედურებია აუცილებლად შესაცვლელი?“, - იკითხა ზეეჰოფერმა და დასძინა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, ამ ვადის შემცირება იქნება. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, იმ ქვეყნებთან, საიდანაც გერმანიაში მიგრანტების დიდი ნაკადი ჩადის, სპეციალური ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს. მისივე თქმით, საჭიროა სამედიცინო მოწმობებთან დაკავშირებულ პრობლემებთან ბრძოლა და მიგრანტების იდენტიფიცირების პრობლემის მოგვარება. ცნობისთვის, ასევე აღნიშნა, რომ ისლამს გერმანიის ნაწილად არ მიიჩნევს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)