|
2018-03-19 07:59:18, 1848 ნახვა
მსოფლიო
ხმების 99.63%-ის დათვლის შედეგად, რუსეთის არჩევნებში კვლავ პუტინმა გაიმარჯვა
ხმების 99.63%-ის დათვლის შედეგების თანახმად, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. მან წინასწარი მონაცემებით, ხმათა 76,66% მიიღო. მეორე ადგილზე 11,80%-ით "კომუნისტების" კანდიდატი პაველ გრუდინინია, ხოლო მესამე ადგილი "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ დაიკავა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 5, 67% მოაგროვა. მეოთხე ადგილზეა ქსენია სობჩაკი 1.67%-ით. არჩევნებში სულ 8 კანდიდატი მონაწილეობდა: რუსეთის “კომუნისტური პარტიიდან” პაველ გრუდინინი, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, “იაბლოკოს” დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, ტელეწამყვანი, “სამოქალაქო ინიციატივის” კანდიდატი ქსენია სობჩაკი, “ზრდის პარტიის” ლიდერი ბორის ტიტოვი, “რუსეთის კომუნისტების” ხელმძღვანელი მაქსიმ სურაიკინი, “რუსეთის საერთო სახალხო კავშირის” კანდიდატი” სერგეი ბაბურინი. ასევე, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ სიურპრიზს არავინ ელოდა და ყველამ იცოდა, რომ პუტინი პრეზიდენტის სავარძელს მეოთხედ დაიკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)