|
2018-03-17 16:19:59, 2379 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის საგარეო უწყება: რუსეთის საპასუხო ზომები ლონდონის პოზიციას არ შეცვლის
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ მათი დიპლომატების გაძევებას ეხმაურება. როგორც ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის საპასუხო ზომები ლონდონის პოზიციას არ შეცვლის. „რუსეთის პასუხი არ ცვლის საქმის არსს - ბრიტანეთის ტერიტორიაზე 2 ადამიანის მკვლელობის მცდელობას. ამას მხოლოდ ერთი დასკვნა აქვს - პასუხისმგებელი რუსეთის სახელმწიფოა. რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და „კონვენციას ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ. ამასთან, ჩვენ არ გვაქვს უთანხმოება რუს ხალხთან და კვლავ გვჯერა, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგის შეწყვეტა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, თუმცა რუსეთმა უნდა დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები და პასუხი აგოს საკუთარ ქმედებებზე“, - აღნიშნავენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)