|
2018-03-17 12:48:53, 2182 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა FBI-ის დირექტორის პირველი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა
ამერიკის შეერტებული შტატების გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა ჯეფ სეშენსმა FBI-ის დირექტორის პირველი მოადგილე, ენდრიუ მაკკეიბი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მაკკეიბის გადადგომის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ იანვარში გახდა. პოსტზე ყოფნის დროს ის ჩართული იყო პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ჰილარი კლინტონის "Email-ების საქმის" გამოძიებაში. აღნიშნულს ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე გამოეხმაურა. "ენდრიუ მაკკეიბი გათავისუფლდა - შესანიშნავი დღეა FBI-ს შრომისმოყვარე თანამშრომელი ქალებისთვის და კაცებისთვის, შესანიშნავი დღეა დემოკრატიისთვის. ფარისეველი ჯეიმს კომი (FBI-ს ყოფილი დირექტორი) მისი უფროსი იყო და მაკკეიბი საეკლესიო გუნდის მომღერლად გამოიყვანა. მისთვის ყველა ის ტყუილი იყო ცნობილი, რაც FBI-ს მაღალ დონეებზე ხდებოდა", - წერს ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ჯეიმს კომი თანამდებობიდან 10 მაისს გადააყენა და განაცხადა, რომ ყოფილი ხელმძღვანელი ბიუროს ეფექტიანად მართვას ვერ ახერხებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)