|
2018-03-16 16:30:18, 2096 ნახვა
მსოფლიო
ბორის ჯონსონი: ბრიტანეთში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ბრძანება როგორც ჩანს პუტინმა გასცა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ბრძანება, როგორც ჩანს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს. როგორც ჯონსონმა განმარტა, ქიმიური იარაღი რუსეთში არალეგალურად შექმნეს. "როგორც ჩანს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა. აღნიშნული ქიმმიური იარაღი, რომელიც სკრიპალის წინააღმდეგ გამოიყენეს. რუსეთში არალეგალურად შეიქმნა და სავსებით გასაგებია, რომ სწორედ მათ მიერ იქნა გამოყენებული", - განაცხადა ბორის ჯონსონმა. ცნობისთვის, მანამდე ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. მისი თქმით, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა. მოგვიანებით განცხადება საგარო უწყების ხელმძღვანელმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ. შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)