23:19 - 16 May, 2026
|
2018-03-15 20:43:14, 2418 ნახვა
მსოფლიო
ჟურნალისტის მკვლელობის გამო სლოვაკეთის პრემიერი გადადგა
სლოვაკეთში ჟურნალისტის მკვლელობის გამო პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ DW იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მის პოსტს ქვეყნის ვიცე-პრემიერი პეტერ პალერგინი დაიკავებს. ქვეყნის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ცნობისთვის, პოლიტიკური კრიზისი სლოვაკეთში უკვე ერთი თვეა გრძელდება. მოსახლეობა მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციებს მართავს. შეგახსენებთ, სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი, იან კუციაკი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რაც სავარაუდოდ, ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)