|
2018-03-15 17:26:42, 2080 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი: სკრიპალის საქმე ნატოს უსაფრთხოების გამოწვევაა
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იანს სტოლტენბერგმა, რუსეთის დაზვერვის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე, ალიანსის უსაფრთხოების გამოწვევად შეაფასა. „ეს არის წესების და ნორმების დარღვევა, რომელიც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი წევრები ნებისმიერი საფრთხისგან“,- განაცხადა სტოლტენბერგმა. ამასთან, როგორც მან აღნიშა, ალიანსი მზადაა, ბრიტანეთს სკრიპალის საქმის გამოძიებაში დაეხმაროს. ამ საკითხთან დაკავშირებით, სტოლტენბერგი 19 მარტს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდება. გარდა ამისა, ნატოს გენმდივნმა განაცხადა, რომ რუსეთთან ახალი „ცივი ომის“ დაწყება არ სურს. „ჩვენ არ გვინდა ახალი „ცივი ომი“ რუსეთთან და შეჯიბრი შეიარაღებაში“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში კრემლი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, პრემიერის თქმით, ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)