|
2018-03-15 13:04:16, 2366 ნახვა
მსოფლიო
Reuters - რექს ტილერსონის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ცნობილია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის თანამდებობიდან გათავისუფლების ძირითადი მიზეზი, ჩრდილოეთ კორეის საკითხის რეგულირებაზე მისი დამოკიდებულება გახდა. Reuters-ის ცნობით, ტილერსონი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ფხენიანთან დიალოგისკენ მოუწოდებდა, ტრამპი კი, ჩრდილოეთ კორეაზე მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკას ატარებდა. "პრეზიდენტის აზრით, ტილერსონს შეეძლო ბევრ დათმობაზე წასულიყო. ტრამპს სჭირდება ის ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად ენდობა", - აცხადებს სააგენტოს წყარო (ამერიკელი მაღალჩინოსანი). შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ტრამპმა ტილერსონს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობას, ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)