|
2018-03-15 12:54:54, 2163 ნახვა
მსოფლიო
ჟურნალისტის მკვლელობის გამო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მზად არის, თანამდებობა დატოვოს
სლოვაკეთში ჟურნალისტის მკვლელობის გამო პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო პოსტს ტოვებს, - ამის შესახებ Gordonua იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თუ ქვეყნის პრეზიდენტი ანდრეი კისკა პრემიერის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში ფიცო მზადაა, პოსტი დღესვე დატოვოს. გამართულ პრესკონფერენციაზე სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალი პრემიერის დასახელების უფლება მის პარტიას უნდა მიეცეს. "დღეს პრეზიდენტს, ვუთხარი, რომ მზად ვარ თანამდებობა დავტოვო", - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, პოლიტიკური კრიზისი სლოვაკეთში უკვე ერთი თვეა გრძელდება. მოსახლეობა მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციებს მართავს. შეგახსენებთ, სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი, იან კუციაკი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რაც სავარაუდოდ, ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)