|
2018-03-15 11:16:56, 2084 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელი კონგრესმენი: რუსეთმა უნდა გაიღოს საფასური ქართველი ხალხის წინააღდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის
ამერიკელი კონგრესმენის ტედ პოს განცხადებით, რუსეთმა უნდა გაიღოს საფასური მის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, - კონგრესმენის განცხადება მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, მოსკოვი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას გამოავლინოს ადამიანის უფლებების უგულვებელყოფის შემზარავი ფაქტები. "რუსეთის მხარდაჭერის მქონე სეპარატისტული ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონში დაღუპული საქართვერლოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვბილის ცხედრის გადმოცემაზე. ასეთ დონეზე დაცემა მხოლოდ ტერორისტებსა და საძულველ რეჟიმებს შეუძლიათ", - წერია კონგრესმენის განცხადებაში. მანვე დასძინა, რომ პუტინის რეჟიმის მიზანი ტირანიის ყველა ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში გავრცელებაა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)