|
2018-03-14 19:01:11, 2276 ნახვა
მსოფლიო
რუსული აგრესიის ქრონოლოგია - ბრიტანეთის საგარეო უწყების ვიდეორგოლში საქართველოც მოხვდა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის აგრესიული ქმედებები წლების მიხედვითაა ჩამოთვლილი. სიაში საქართველოც მოხვდა. უწყების Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ „რუსეთი ამჟღავნებს ღია და აშკარა უპატივცემულობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“. ვიდეო 2006 წლიდან, ალექსანრე ლიტვინენკოს მკვლელობიდან იწყება. მას მოსდევს 2008 წელს და მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, შემდეგ 2014 წელი და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. ჩამონათვალში შევიდა 2015 წელს რუსეთის მიერ გერმანიის პარლამენტსა და დანიის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროზე მიტანილი კიბერიერიში. ასევე რუსეთის მიერ მონტენეგროს არჩევნებში ჩარევა და უკრაინის წინააღმდეგ განხორცილებული ჯაშუშური კამპანია. „კრემლს საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული სისტემის მოშლა სურს“,- ნათქვამია ვიდეორგოლის დასკვნით ნაწილში. უწყების შეფასებით, 4 მარტს სოლსბერიში მომხდარი მოწამვლის ფაქტი რუსეთის აგრესიის გაგრძელებაა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)