|
2018-03-14 11:36:24, 2069 ნახვა
მსოფლიო
ბორის ბერეზოვსკის პარტნიორი ნიკოლაი გლუშკოვი ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს
კომპანია „აეროფლოტის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, ნიკოლაი გლუშკოვი ლონდონში, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. The Guardian-ის ცნობით, რუსეთიდან დევნილი 68 წლის გლუშკოვის ცხედარი გვიან ღამით ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გლუშკოვმა ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთში მის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით საქმე აღძრეს. 2010 წელს მან დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 2017 წელს ის რუსეთში დაუსწრებლად გაასამართლეს და "აეროფლოტის" თანხების, 122 მილიონი დოლარის მითვისებისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რუსული გაზეთი "კომერსანტი" გლუშკოვის ნაცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ მის ყელზე დახრჩობის კვალი ჩანს, ამასთან გაურკვეველია საუბარია მკვლელობაზე თუ თვიმკვლელობაზე. სასამართლო ექსპერტები გლუშკოვის გარდაცვალების ადგილს იკვლევენ. ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის განცხადებით, ისინი არ თვლიან, რომ გლუშკოვის გარდაცვალება რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან რაიმე კავშირშია.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)