|
2015-01-17 18:23:34, 1463 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი სპენსერ ოლივერი მიიღო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ და ცხინვალის რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის გაფორმების პროექტი. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას საქართველო და უკრაინასთან მიმართებაში. მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებული თანამშრომლობაც განიხილეს და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე წლიურ სესიაზეც იმსჯელეს, რომელსაც 2016 წელს საქართველო უმასპინძლებს. გიორგი მარგველაშვილმა საუბრისას სესიის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. "ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა. მე გიორგი მარგველაშვილს მის პრეზიდენტობამდეც შევხვდი, მოხარული ვარ რომ ის წარმატებით უძღვება თავის საქმიანობას ქართველი ხალხისთვის. მას ძალიან საინტერესო კარიერა ჰქონდა, რაც, ჩემი აზრით, საუკეთესოდ ახასიათებს მის კვალიფიკაციას ამ თანამდებობაზე. მოხარული ვარ მასთან შეხვედრით. ჩვენ განვიხილეთ საქართველოში და რეგიონში არსებული ვითარება, ასევე რეგიონში ყველასათვის კარგად ცნობილი პრობლემები და აღვნიშნეთ რომ ყველა მონდომებულია იპოვოს გამოსავალი ამ ვითარებიდან. ეს იყო კარგი და ძალიან დასაფასებელი შეხვედრა“, - განაცხადა სპენსერ ოლივერმა. შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში დაესწრნენ.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)