|
2018-03-13 11:34:36, 2378 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: სირცხვილი უკრაინის ხელისუფლებას იმ გაყალბებული საქმის გამო, რომელიც მათ ახლა შეაჩერეს
სირცხვილი უკრაინის ხელისუფლებას იმ გაყალბებული საქმის გამო, რომელიც მათ ახლა შეაჩერეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა NEWSONE-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ყალბ ოპოზიციონერებზე დგას, დღევანდელი უკრაინის ბარიგები „უკრაინის ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს. ასევ იმ ფსევდოოპოზიციონერებსაც, რომლებიც ურცხვად დუმდნენ, როდესაც ცილი დამწამეს, ციხეში ჩამაგდეს და სასამართლოებში დამათრევდნენ. ზუსტად ასეთ ყალბ ოპოზიციონერებზე დგანან ბარიგები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე მოითხოვა მას საშუალება მისცენ უკრაინაში დაბრუნდეს. „მოვითხოვ საშუალება მომცენ უკრაინაში დავბრუნდე. რათა თავი დავიცვა ბოლომდე. შემდეგ კი ლუცენკოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის და დამნაშავე პროკურორებისა და მოსამართლეების ციხეში ჩასმას შევეცდები, რადგან ესენი არიან კრიმინალები, ისინი ებრძვიან ქვეყნის პატრიოტებს და ისინი უნდა ისხდნენ ციხეში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა. პროკურატურის განმარტებით, გამოძიების შეჩერება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პროცესუალური ქმედებების შესრულების აუცილებლობამ გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)