|
2018-03-12 17:01:26, 2468 ნახვა
მსოფლიო
ჟურნალისტის მკვლელობის გამო, სლოვაკეთის შს მინისტრი გადადგა
სლოვაკეთში, ცნობილი ჟურნალისტის იან კუჩიაკისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობის გამო, შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი რობერტ კალინიაკი თანამდებობიდან გადადგა. ქვეყანაში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს და მისი კაბინეტის წევრების გადადგომის მოთხოვნით, ხალხმრავალი აქციები გასულ კვირას გაიმართა. აღსანიშნავია, რომ კალინიაკი მესამე პოლიტიკოსია, რომელმაც სლოვაკი ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა. 5 მარტს ჟურნალისტის მკვლელობის გამო, სლოვაკეთის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა. მანამდე, სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ მთავრობა მილიონ ევროს გადაიხდის. ჟურნალისტის მკვლელობის გამო თანამდებობა დატოვა ასევე სლოვაკეთის კულტურის მინისტრმა, მარეკ მადარიკმა. მისი განცხადებით, მისთვის იმდენად შოკისმომგვრელი იყო თავის ქვეყანაში ჟურნალისტის მკვლელობა, რომ მთავრობაში მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. რაც შეეხება მკვლელობის ვერსიას, მედიაში სხვადასხვა მოსაზრებები ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ჟურნალისტი, შესაძლოა, იტალიური მაფიის წევრებმა მოკლეს. შეგახსენებთ, სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი, იან კუჩიაკი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რაც სავარაუდოდ, ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)