|
2018-03-12 13:47:09, 2580 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირმა რუსეთის 150 მოქალაქისა და 38 კომპანიის წინააღმდეგ სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. პოლიტიკური გადაწყვეტილება, სანქციების მიმდინარე წლის 15 მარტამდე მოქმედი პაკეტის 15 სექტემბრამდე გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის 28 წევრმა ქვეყანამ მიიღო. "სანქციები ითვალისწინებს ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივების გაყინვას და ასევე მოგზაურობების შეზღუდვას. სანქციები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გამო გახანგრძლივდა", - წერია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 14 დეკემბერს ევროკავშირის გადაწყვეტილებით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. სხვა შემთხვევაში სანქციების ვადა 2018 წლის იანვრის ბოლოს იწურებოდა. ამჟამად საუბარია რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების და იურიდიული პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებაზე. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა 2014 წელს ყირიმის შეერთებისა და შემდეგ, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმდინარე კონფლიქტის გამო დააწესეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)