|
2018-03-12 11:32:24, 2116 ნახვა
მსოფლიო
კუბაზე საპარლამენტო არჩვევნები გაიმართა
კუბაზე საპარლამენტო არჩვევნები დასრულდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისთვის ბიულეტენების დათვლა მიმდინარეობს. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში, 8 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 68%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. კუბის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს ქვეყნის პარლამენტის – ნაციონალური ასამბლეის 605 დეპუტატი, ასევე რეგიონული ასამბლეების 1200 დელეგატი. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი და თვითმმართველობის ორგანოები ხუთი წლის ვადით აირჩევა. დეპუტატობის კანდიდატებს შორის არის კუბის ლიდერის შვილი მარიელა კასტრო. ამას გარდა, დეპუტატობის კანდიდატების სიაშია სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიგელ დიას-კანელი, რომელიც რაულ კასტროს სავარაუდო მემკვიდრედ მიიჩნევა. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 19 აპრილს გაიმართება. სხდომაზე სახელმწიფო საბჭოს წევრებს, შემდეგ კი საბჭოს ხელმძღვანელს აირჩევენ, რომელიც ქვეყნის ლიდერი გახდება.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)